მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია

5b28bfd6af111
BM.GE
19.06.18 12:30
904
2018 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (714.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (548.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (430.5 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 181.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 14.1 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 151.8 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 11.8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 124.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები