2018 წლის 11 თვეში საქართველოს ექსპორტმა $3 მილიარდი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით მეტია. ხოლო იმპორტი კი 16%-ით გაიზარდა და $8.3 მილიარდი შეადგინა. შედეგად ამ პერიოდში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $5.2 მილიარდი იყო.
ამ პერიოდში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო, სადაც $435 მილიონის ღირებულების პროსუქცია გავიდა. ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 12%-ით გაიზარდა, განსაკუთრებით მაღალი იყო ზრდა დსთ-ის ცალკეულ ქვეყნებში.
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო ქვეყანა:
აზერბაიჯანი - $435 მილიონი, ზრდა წინა წელთან 96%;
რუსეთი - $393 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%;
სომხეთი - $259 მილიონი, ზრდა წინა წელთან 37%;
ბულგარეთი - $242 მილიონი, ზრდა წინა წელთან 45%;
თურქეთი - $216 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%;
ჩინეთი - $190 მილიონი, ზრდა წინა წელთან 0.9%;
უკრაინა - $156 მილიონი, ზრდა წინა წელთან 46%;
აშშ - $142 მილიონი, ზრდა წინა წელთან 23%;
ყაზახეთი - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 79%;
შვეიცარია - $71 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10.2%

























