მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები კანადა, თურქეთი და რუსეთია

58579c2066d83
BM.GE
19.12.16 12:35
1549
იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1831 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1400 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (781 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-ნოემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 285 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა. თხილის ექსპორტი 168 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 154 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-ნოემბერში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2641 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2398 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 529 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 414 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები