მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უნდა ჰქონდეს გეგმა, რომელიც დაეხმარება კონკურენტუნარიანობის მოპოვებაში – ISET-ის დირექტორი

5e8e2566e7159
თამთა ჯიჯავაძე
08.04.20 23:29
1081
საქართველოს უნდა ჰქონდეს გეგმა, რომელიც მას დაეხმარება კონკურენტუნარიანი პოზიციის მოპოვებასა და გამყარებაში, – ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თამარ სულუხიამ BM.GE-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა. მან ისაუბრა დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ექსპერტების შეხვედრაზე, რომელზეც ეპიდემიის პოსტ კრიზისული გეგმის შემუშავების შესახებ იმსჯელეს. ონლაინ შეხვედრას თამარ სულუხიაც ესწრებოდა.

„მთავარი თემა, რისთვის პრემიერ–მინისტრმა ეს შეხვედრა მოიწვია, იყო პოსტ კრიზისული, პოსტ პანდემიის პერიოდის გეგმების შემუშავება. ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი, გამოვლენა იმ უმნიშვნელოვანესი ასპექტების და კომპონენტების, რომელიც ამგვარ გეგმაში უნდა შევიდეს. რა თქმა უნდა, აქ უამრავი საკითხი იკვეთება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ეს არის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ეს არის ექსპორტის ხელშეწყობა, უმნიშვნელოვანესია ლიკვიდურობის, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის თემა სხვადასხვა ასპექტებში. ეს არის PPP, ანუ საჯარო კერძო პარტნიორობის პროექტების იმგვარი დაგეგმვა, რომ ინვესტიციები გაიზარდოს ადგილობრივი და ასევე უცხოური“, – აღნიშნა თამარ სულუხიამ.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება იმ სექტორების გამოვლენა, რომელთაც განსაკუთრებით მაღალი პოტენციალი აქვთ. 

„იმ მომენტში, როდესაც ყველა ქვეყანა კრიზისიდან გამოსვლას დაიწყებს, შეიძლება მოხდეს კონკურენტუნარიანობის გადათამაშება და საქართველოს უნდა ჰქონდეს ის გეგმა, რომელიც მას დაეხმარება კონკურენტუნარიანი პოზიციის მოპოვებასა და გამყარებაში. სწორედ ამ საკითხებს შეეხო დღევანდელი კონსულტაციები“, – აღნიშნა თამარ სულუხიამ.

მანვე დასძინა, რომ ISET-ი საჭირო დროს ჩართავს ყველა იმ საჭირო რესურსს ამ პროცესში, რომელიც ორგანიზაციას გააჩნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები