მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უნივერსიტეტებში დოქტორანტთა რაოდენობა 15%-ით შემცირდა

სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს, უნივერსიტეტებში მიიღეს 700 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24.7%-ით ნაკლებია. ამასთან, დოქტორანტების რიცხოვნობა 15.3%-ითაა შემცირებული და 3 023-ს შეადგენს.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დოქტორანტების განაწილება სადოქტორო პროგრამების მიხედვით, 2024 წელს.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 15.9%-ით შემცირდა და 438 პირი შეადგინა.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დოქტორანტურის კურსდამთავრებულთა განაწილება პროგრამების მიხედვით, 2024 წელს.

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.5 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები