მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს უნივერსიტეტი” და “ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია” თანამშრომლობას იწყებენ

საქართველოს უნივერსიტეტსა და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობა მიზნად ისახავს ისტორიის სწავლებისა და კვლევის განვითარებას, სკოლისა და უმაღლესი განათლების დაახლოებას და ისტორიის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის უნივერსიტეტსა და ასოციაციას შორის გრძელვადიან თანამშრომლობას, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ისტორიის სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვა და სკოლასა და აკადემიურ სივრცეს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იქნება. თანამშრომლობა მოიცავს ისტორიის მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების სემინარების, ტრენინგებისა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას, კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო და ციფრული რესურსების შექმნასა და ისტორიის სწავლების ყოველწლიური ფორუმის ჩატარებას. ასევე, იგეგმება ისტორიის მასწავლებელთა საუნივერსიტეტო კლუბის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მოსწავლეთა საგანმანათლებლო და კვლევითი აქტივობების ორგანიზება და სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების საუნივერსიტეტო გარემოსთან დაახლოება.შეთანხმება სამი წლის ვადით გაფორმდება. პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა გააერთიანებს მასწავლებლებს, მოსწავლეებს, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები