საქართველოს უნივერსიტეტი დაზარალებულთა დასახმარებლად ნანუკას ფონდში 10 000 ლარს რიცხავს - ინფორმაციას უნივერსიტეტი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.
"შეძრულები ვართ გურიაში მომხდარი და მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით.
ჩვენი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, ვისაც დახმარება სჭირდება.
ვუსამძიმრებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს
ვფიქრობთ, რომ ახლა სამოქალაქო საზოგადოების ერთიანობა უმნიშვნელოვანესია
საქართველოს უნივერსიტეტი დაზარალებულთა დასახმარებლად ნანუკას ფონდში 10 000 ლარს რიცხავს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში 5 დღეა დიდთოვლობას ებრძვიან. აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონებში მოსახლეობა თოვლის მაღალი საფარის გამო გარე სამყაროსაა მოწყვეტილი და შველას ითხოვს. ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, თუმცა სხვადასხვა რეგიონში სოფლების ნაწილი დღესაც იზოლირებულნი რჩებიან. შეფერხებით მუშაობს კომუნიკაციებიც. რიგ შემთხვევაში კი მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამ დროისთვის დადასტურებულად დიდთოვლობით შექმნილი პრობლემები გამო 3 ადამიანის გარდაცვალება დასტურდება.