მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უნივერსიტეტი-ს ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა ჯანდაცვის მიმართულებით ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს

24 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლასა და გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტს სამუშაო ვიზიტით ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. შეხვედრის მიზანი ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში მრავალწლიანი პარტნიორობის განახლებასა და გაღრმავებას, ერთობლივი საგანმანათლებლო შესაძლებლობების განხილვასა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრას წარმოადგენდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სამედიცინო განათლების მიმართულებით აკადემიური კავშირების გაძლიერებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი პროექტების განვითარების შესაძლებლობების განხილვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები