"საქართველოს უნივერსიტეტმა" ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სწავლება დაიწყო. კურსი ნებისმიერი სპეციალობის მსმენელისთვისაა გათვლილი და მათ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ძირითად პრინციპებსა და გამოყენების შესაძლებლობებს ასწავლის. კურსში მონაწილე თეორიულ და პრაქტიკულ საბაზისო ცოდნას შეიძენს. სწავლება შემდეგი კურსებისგან შედგება:
ბლოკჩეინისა და ბიტკოინის მოლკლე კურსი:
ბლოკჩეინი (რა არის ბლოკჩეინი, განმარტება).
კრიპტოვალუტა (რა არის კრიპტოვალუტა, კრიპტოგრაფია).
ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა (ბიტკოინის ქეისი).
ბიტკოინი (მუშაობის პრინციპი, ლოგიკა, ალგორითმი, გარჩევა).
მაინერი (მაინერის ტიპები და მუშაობის პრინციპი).
კრიპტოვალუტის ემისია, (განაწილება, PoW, PoS, კონსესუსი).
აისიო და ტოკენები.
საფულეები.
კრიპტო ვალუტების უსაფრთხოება და ანონიმურობა.
შესავალი თეურიულ პრაქტიკული კურსი:
რა არის მაინინგი მისი როლი ბლოკჩეინში.
მიმოხილვა მაინერის ცნობილი ტიპების და მათი პლიუსები და მინუსები, მაინინგში გამოყენებადი პოპულარული ჩიპების განხილვა და მათი უპირატესობები ASIC-ის და GPU-ს მაგალითზე.
როგორ გამოვთვალოთ მოპოვების მომგებიანობა?
რა არის პული და მათი მუშაობის პრინციპები.
რა არის ქლაუდ მაინინგი და მისი უპირატესობები და მინუსები.
პრქტიკული საწყისი კურსი მაინინგში:
პრაქტიკულ კურსში შეისწავლება Bitmain-ის Asic-მაინერის საფუძველზე მაინერის ექსპლუატაციის პრინციპი.
მაინერის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ტექნიკური გარემო პირობები. პრაქტიკულად გამოვიყენებთ სალექციო კურსში მაინერს.
გრაფიკული ბარათების (GPU) მაინერის ტექნიკური მოწყობილობების განხილვა და მისი შემადგენელი ნაწილების შესწავლა-განხილვა.
ტექნიკურად გამართვა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია Windows-ის და Linux (hiveos)-ის ბაზაზე, მაინინგში გამოყენებადი საჭირო პროგრამების ინსტალაცია და კონფიგურაცია.
კურსის ღირებულება 450 ლარია, მისი ხანგრძლივობა კი ჯამში 9 საათია.