მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს უნივერსიტეტსა და ცეკვის აკადემია „სუხიშვილებს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

7 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტსა და ცეკვის აკადემია “სუხიშვილებს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია შედგა. მემორანდუმის მიზანია შემოქმედებითი განათლების განვითარება, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოება. პარტნიორობა ასევე ემსახურება სახელოვნებო განათლების სფეროში აკადემიური ცოდნის გაძლიერებასა და თანამედროვე კადრების - დამდგმელი ქორეოგრაფების - მომზადებას. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართული ტრადიციული და მსოფლიო ხალხთა ცეკვების, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სუხიშვილების აკადემიის წარმომადგენლების მიერ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის რეპეტიციებზე დასწრების შესაძლებლობის შექმნა და ერთობლივი შემოქმედებითი პროექტების განვითარება, რაც სტუდენტებს მისცემს რეალურ პროფესიულ გარემოში ჩართვის უნიკალურ შესაძლებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები