მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უნივერსიტეტში მოლეკულური მედიცინის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი გაიხსნა

საქართველოს უნივერსიტეტში, მოლეკულური მედიცინის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ცენტრი საქართველოს უნივერსიტეტსა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა და იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. გახსნის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის დაარსების იდეა, სამეცნიერო ხედვა, ძირითადი კვლევითი მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ცენტრის დაარსება ორი უნივერსიტეტის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებას, სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები