მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უნივერსიტეტში სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის 1-წლიანი საქმიანობა შეაჯამეს

საქართველოს უნივერსიტეტში ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამეს. ღონისძიება 31 ოქტომბერს გაიმართა და ცნობილი ქართველი მეცნიერის სამეცნიერო მემკვიდრეობის გაგრძელებასა და ინსტიტუტის სამომავლო გეგმებს მიეძღვნა. შეხვედრაზე გუნდის წევრებმა ისაუბრეს წლის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობაზე, საერთაშორისო სამეცნიერო ვიზიტებზე, კონფერენციებში მონაწილეობასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე. მათ შორის, მიმოიხილეს აშშ-ში, Scripps Research Institute-ში მიღებული გამოცდილება - კვლევით ცენტრში, სადაც თავად ცოტნე ჯავახიშვილიც მუშაობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერის ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები, რომლებმაც მასთან დაკავშირებული პირადი მოგონებები გაიხსენეს. შეგახსენებთ, რომ ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ნაწილია და სინთეტური ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიური კვლევების განვითარებას ემსახურება. ამასთან, უნივერსიტეტი ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაარსებაზეც მუშაობს. პრემია ორ წელიწადში ერთხელ ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მიმართულებით გამორჩეულ მეცნიერებს გადაეცემათ. პირველი დაჯილდოება კი, 2026 წლის დეკემბერში იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები