მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უნივერსიტეტში V-Dem Caucasus-ის რეგიონალური ცენტრი გაიხსნა

გასული კვირის მიწურულს, საქართველოს უნივერსიტეტში V-Dem Caucasus-ის რეგიონალური ცენტრის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა. ახალი ცენტრი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის შვედეთის გოტენბურგის უნივერსიტეტთან არსებული Varieties of Democracy-ის ოფიციალურ წარმომადგენლობასა და მთავარ კვლევით ჰაბს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში. V-Dem Caucasus-ის სამოქმედო არეალი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავს, ხოლო მისი მთავარი მიზანი V-Dem-ის გლობალურ მონაცემებსა და ადგილობრივ ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობით, რეგიონში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციების, ინსტიტუციური ცვლილებებისა და საზოგადოებრივი პროცესების სიღრმისეული კვლევაა.ღონისძიება მთავარი მოხსენებით V-Dem Institute-ის დირექტორმა, სტივენ უილსონმა გახსნა. მან აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება თემაზე - „დემოკრატიის მდგომარეობა და ტენდენციები დღევანდელ მსოფლიოში“. ოფიციალური ნაწილისა და პრეზენტაციის შემდეგ, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, სადაც მონაწილეებმა მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში დემოკრატიის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები