მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 19.4 მილიარდი დოლარია

57ee6f9bb3a07
BM.GE
30.09.16 18:00
1167
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -19.4 მლრდ აშშ დოლარი (-45.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს -140.0 პროცენტია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 604.9 მლნ აშშ დოლარით გაღრმავდა.

2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.5 მლრდ აშშ დოლარია (17.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 319.8 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 26.9 მლრდ აშშ დოლარი (63.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 924.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები