მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ხარჯები თავდაცვაზე მნიშვნელოვნად აღემატება ნატოს 2%-იან სტანდარტს"

5b057e741ae5e
BM.GE
23.05.18 18:44
767
საქართველოს ხარჯები თავდაცვაზე მნიშვნელოვნად აღემატება ნატოს სტანდარტს - 2%-ს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე კონფერენციაზე - "პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი".

„ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების დღის წესრიგს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე, რაც არის კიდეც სტრატეგიული პარტნიორობის არსი.

ევრაზიაში ტემპი იზრდება, რასაც ასაზრდოებს ისეთი ახალი სავაჭრო მარშრუტები, როგორიცაა ტრანსკასპიის დერეფანი და ახალი აბრეშუმის გზა. ახალი მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან დღეს ცდილობენ ევრაზიაში არსებული უზარმაზარი შესაძლებლობების გამოყენებას.
ევროპიდან აზიამდე იქმნება ახალი კავშირები და ალიანსები. საქართველოს უნიკალური მდებარეობისა და, შესაბამისად, აშშ-თან მისი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის წინ. სწორედ ახლაა დრო, ყურადღება მივაქციოთ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ორივე სახელმწიფოს მოუტანს ეკონომიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სარგებელს. პარტნიორობა და სტრატეგია პირდაპირ კავშირშია მშვიდობასა და სტაბილურობასთან”,- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები