მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს ყავის იმპორტი 12%-ით გაუძვირდა|რამდენი და საიდან შემოგვაქვს?

ყავა

წელს იანვარ-თებერვალში საქართველომ 7.5 მლნ აშშ დოლარის 1 022 ტონა ყავა იყიდა, რაც გასულ წელზე თანხობრივად 8.2%-იანი ზრდაა, მოცულობაში კი 4.8%-იანი კლება.

მიმდინარე წელს საქართველომ იმპორტირებული ყავის 1 კილოგრამში [საბაჟოზე გადასახადების გარეშე] 7.39 დოლარი გადაიხადა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 6.49 დოლარი, შედეგად, 2026 წელს საქართველოს ყავა 12%-ით გაუძვირდა.

რაც შეეხება 2026 წლის მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს, ჩამონათვალი ასეთია:

  • ინდონეზია - 2.4 მლნ აშშ დოლარის 541.5 ტონა;
  • რუსეთი - 1.1 მლნ აშშ დოლარის 129.2 ტონა;
  • იტალია - 1.05 მლნ აშშ დოლარის 67.4 ტონა;
  • თურქეთი - 546.7 ათასი აშშ დოლარის 51.6 ტონა;
  • საფრანგეთი - 377.2 ათასი აშშ დოლარის 20.9 ტონა;
  • ვიეტნამი - 322.9 ათასი აშშ დოლარის 76.8 ტონა;
  • ნიდერლანდები - 222.8 ათასი აშშ დოლარის 16.8 ტონა;
  • ავსტრია - 153 ათასი აშშ დოლარის 9.5 ტონა;
  • ბრაზილია - 152 ათასი აშშ დოლარის 19.2 ტონა;
  • ბელგია - 150.2 ათასი აშშ დოლარის 13.2 ტონა.

შეგახსენებთ, მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც ყავის, ყავის პროდუქტებისა და ყავის სუროგატების წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების ერთიან წესებს ამტკიცებს და ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები