საქართველოს 2025 წლის I კვარტალში ყავის იმპორტი 36%-ით გაუძვირდა, იმპორტის მოცულობა კი 9%-ით შემცირდა.
წელს საქართველომ 11.2 მლნ აშშ დოლარის 1,688 ტონა ყავა იყიდა, გასული წლის იანვარ-მარტში კი, 7.8 მლნ აშშ დოლარის 1,853 ტონა.
2025 1 კგ იმპორტირებული ყავის ფასი საბაჟო გადასახდელების გარეშე 6.63 დოლარია, გასულ წელს კი 4.25 დოლარი ჯდებოდა.
TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი და საიმპორტო ფასი კი ასეთია:
- ინდონეზია - 3.8 მლნ აშშ დოლარის 763.8 ტონა. 1 კგ-ს ფასი - $4.99;
- რუსეთი - 2.2 მლნ აშშ დოლარის 261.6 ტონა. ფასი - $8.6;
- ვიეტნამი - 1.5 მლნ აშშ დოლარის 261.6 ტონა. ფასი - $5.4;
- იტალია - 1.3 მლნ აშშ დოლარის 106 ტონა. ფასი - $12.4;
- გერმანია - 435.4 ათასი აშშ დოლარის 50.1 ტონა. ფასი - $8.6 დოლარი.
გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე ერთწლიან პერიოდში ყავა 100%-ით არის გაძვირებული, მიმდინარე წლის განმავლობაში მატება 23%-ია. საქონლის გაძვირება ყავის მწარმოებელ ტროპიკულ ქვეყნებში მომატებული ბუნებრივი კატაკლიზმებით არის განპირობებული.