მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დუბაიში IFD Forum-ში მიიღო მონაწილეობა

5c74305785e05
BM.GE
25.02.19 22:12
1590
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში „ინდოეთის საკვები პროდუქციის დელეგაციის ფორუმი“ (IFD Forum) გაიმართა, რომლის ოფიციალური თანაპარტნიორიც „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ იყო.

როგორც bm.ge-ის პალატიდან აცნობეს, ფორუმის ფარგლებში გაიმართა GAACC-ის, როგორც აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილე ერთადერთი ქართული ორგანიზაციის 30-წუთიანი საპრეზენტაციო სესია, რომელსაც თავად პალატის თავმჯდომარე ეკატერინე მაისურაძ უძღვებოდა.

„ნახევარსაათიანი პლატფორმის მეშვეობით მაქსიმალურად სრულად წარმოჩინდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი დაპალატის წევრი კომპანიების პროდუქცია თუ საქმიანობა, ხოლო GAACC-ის სტენდზე გამოიფინა პალატის წევრთა ბროშურები და კატალოგები.

ფორუმზე საპატიო სპიკერად წარდგა „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველოპალატის“ თავმჯდომარე ეკატერინე მაისურაძე, რომელსაც გადაეცა ჯილდო გამორჩეული გამომსვლელის რანგში. პალატის სახელით სამადლობელი ჯილდოები გადაეცათ IFD Dubai-ის ორგანიზატორ საკიტ შარმასა და LBI Dubai-ის ხელმძღვანელ მანუშარმას“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის: IFD ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და წარმოადგენს იდეალურ პლატფორმას, რომელიც აკავშირებს ექსპორტ-იმპორტით დაინტერესებულ ბიზნესმენებსა დაკვებითი მრეწველობის სფეროში ჩართულ პირებს.

„საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“ თავისი წევრი კომპანიებისთვის უზრუნველყოფს პროდუქციის ეფექტურ წარმოჩენასა და მხარდაჭერას საზღვარგარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ასევე ახალი სავაჭრო ბაზრების მოძიებასა და კავშირების ქსელის გაფართოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები