მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი 27 ივნისს მოეწერება

575553203b004
BM.GE
06.06.16 14:32
1129
27 ივნისს ქალაქ ბერნშიხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. განცხადება ამის შესახებ ისლანდიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

რაგნჰეიდურ ელინ არნადოტირი პირველი ისლანდიელი მაღალჩინოსანია, რომელიც საქართველოში სამუშო ვიზიტით იმყოფება. ვიცე-პრემიერთან შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის, EFTA-ს ფარგლებში, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო. თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან, რომელშიც 4 სახელმწიფო - შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ლიხტენშტეინი შედიან, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, აღნიშნული მოლაპარაკებებები წარმატებით სამ რაუნდში დასრულდა.

დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე ისლანდიურმა მხარემ ორ ქვეყანას შორის განახლებადიენერგიის სფეროში თანამშრომლობა განიხილა. მხარეებმა ინვესტიციების მოზიდვისა და კინოინდუსტრიის განვითარების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პროექტს ისლანდიისა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები