მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება იგეგმება

5beae1a6c9197
BM.GE
13.11.18 18:33
1016
მომავალი თებერვლიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყებას ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანია Indigo გეგმავს. დელი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას ავიაკომპანია ყოველდღიურად, Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით აპირებს. TAV Georgia-ს ცნობით, Indigo-ს წარმომადგენელმა დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტავ ჯორჯიასთან მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ფრენების ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკური დეტალები განიხილეს. საქართველოს საავიაციო ბაზრით ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპაია ზაფხულში დაინტერესდა. ქართულ მხარესთან შეხვედრები აგვისტოში ტავ ჰოლდინგის ორგანიზებით გაიმართა.

ავიაკომანია ინდიგო 2006 წელს დაფუძნდა. ინდიგოს, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ბაზრის 43.2% უკავია. კომპანიის ავიაპარკი 195 სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება. დღეისათვის ინდიგო ფრენებს 59 მიმართულებით ახორციელებს, აქედან 48 ადგილობრივი, 11 კი საერთაშორისოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები