მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე საუბარი დაიწყო"

5aa7d11975a53
მაია ბიწაძე
13.03.18 19:00
1051
საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ საუბარი დაიწყო, - ამის შესახებ ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღანელმა, ,,ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ "საქმის კურსში“ განაცხადა.

"ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინიციატივით მივმართეთ ისრაელის ეკონომიკის მინისტრს და გასულ თვეს მან ორი წარმომადგენელი, ორი პარლამენტარი გამოგზავნა საქართველოში; მათ პირველად ჩამოიტანეს ოფიციალური მოწვევა ეკონომიკის მინისტრის სახელზე, რომ ამ სკითხზე დაიწყონ მოლაპარაკება, ეს შეიძლება იყოს გენერალური შეთანხმება ეკონომიკის სფეროში და შეიძლება იყოს ვაჭრობის სფეროში. ჩემი აზრით, ამ საკითხს სჭირდება ლობისტური მუშაობა, მთავარია, რომ საუბრობს ორივე სამინისტრო ამ ქვეყნების და მჯერა, რომ ამ საკითხზე მიღწეული იქნება შეთანხმება", - განაცხადა იციკ მოშემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები