საქართველოსა და კავკასიაში ბევრი ბიზნესშესაძლებლობაა. ეს ოქროს შესაძლებლობებია - ამის შესახებ BMG-სთან ბიზნესმენი, „სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს” წევრი როკ-ანტონ მეჰანა საუბრობს.
„ეს არის ხიდი ევროპას, აზიასა და ყურის ქვეყნებს შორის. ასე რომ, ეს დერეფანი შეიძლება რეალურად იქნეს გამოყენებული სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად.
მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, დუბაიში ჩვენ დაფუძნებული ვართ სხვადასხვა ფილიალებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ლოგისტიკა, ტურიზმი, ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე ფინტექი. შესაძლებელია შეიქმნას ისეთი სინერგია, რომ ამ სფეროებში საქართველოსა და ცენტრალურ აზიასთან ერთად რეგიონალური ჰაბი ავაშენოთ. თუ ჩვენ შევძლებთ ამ სინერგიის შექმნას, შევძლებთ მოვიზიდოთ დიდი უცხოური კაპიტალი ამ რეგიონში“, - ამბობს როკ-ანტონ მეჰანა.
რაც შეეხება გამოწვევებს, ბიზნესმენის თქმით, ეს რეგიონის არასტაბილურობას და ბუნდოვანებას უკავშირდება.
„ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოში დიდი ცვალებადობაა. გეოპოლიტიკა ისეთია, რომ ყველა ცდილობს გაერკვეს, რა იქნება მომავალში. გამოწვევაა მაკრო სტაბილურობა რეგიონში.
ზოგადად, როდესაც გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში იმყოფები, არსებობს ორი სფერო, რომელსაც ინვესტორები როგორც უსაფრთხო თავშესაფარს, ისე მიმართავენ - ეს ოქრო და უძრავი ქონებაა. უძრავი ქონების უპირატესობა ის არის, რომ ის შემოსავლის მომტანია, ხოლო ოქრო - ნაკლებად. ასე რომ, კარგად უნდა იყოს გარკვეული როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ უძრავი ქონება, რათა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტფელი ამ რეგიონშიც“, - აცხადებს როკ-ანტონ მეჰანა.




























