მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და პარაგვაის შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

63ea28db78f88
BM.GE
13.02.23 16:10
2389
საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, „პარაგვაის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“ ძალაში 2023 წლის 3 თებერვალს შევიდა ძალაში.

"ხსენებული შეთანხმების ძალაში შესვლა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი, კულტურული, ტურისტული და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას და სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას", - წერია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები