მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და სომხეთის საგანმანათლებლო ინიციატივა - რას წარმოადგენს პროექტი PROVE?

საქართველო და სომხეთი უპრეცედენტო საგანმანათლებლო ინიციატივის გარშემო გაერთიანდნენ. ევროკავშირის Erasmus+-ის მხარდაჭერით, საფუძველი ეყრება მშვიდობის განათლების ახალ, საერთაშორისო სტანდარტს. საქმიანი დილას ეთერში გიყვებით პროექტზე PROVE, რომელიც პასუხობს უმთავრეს გამოწვევას: როგორ ვასწავლოთ მომავალ თაობებს კრიტიკული აზროვნება, დილემების გადაჭრა და მშვიდობიანი თანაცხოვრება? საუბარია უნიკალურ მოდელზე, რომელიც მომავალ მასწავლებლებს ეხმარება რეალური სოციალური და მორალური დილემების განხილვით განავითარონ ტოლერანტობა და ემპათია. საქართველოსა და სომხეთის 5 წამყვან უნივერსიტეტში პირველმა კურსებმა პილოტირების ფაზა უკვე წარმატებით გაიარეს, ხოლო უკვე ამ შემოდგომიდან, 2026 წლის სასწავლო სემესტრიდან, პროექტი ყველაზე მასშტაბურ ფაზაში შედის. რა გავლენას მოახდენს ეს რეფორმა ჩვენს სკოლებსა და მომავალ თაობებზე?

სტუმარი: თამარ მოსიაშვილი - განათლების სპეციალისტი, მკვლევარი, ილიაუნის ლექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები