საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიეროებს შორის პარტნიორობა ერთ წელზე მეტს ითვლის, თავისუფალი ვაჭრობა კი ივნისში ამოქმედდა. შეთანხმება საქართველოში წარმოებული პროდუქციის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ამასთან, შეთანხმება საქართველოს საშუალებას აძლევს, საინვესტიციო შესაძლებლობები გამოიყენოს. შეთანხმებიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ, კერძო სექტორის ნაწილში აცხადებენ, გარკვეულ პროდუქციაზე საამიროებიდან მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა უმნიშვნელოდ. ისინი გამოწვევად გეოგრაფიულ მდებარეობასა და მარკეტინგული აქტივობების ნაკლებობას ასახელებენ.