მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 0:0 დასრულდა - „ჯვაროსნებმა“ ერთა ლიგაზე პირველი ქულა მოიპოვეს

ნაკრები

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრა შინ, უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

ვილი სანიოლის წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მოედანზე პირველად გაიყვანა ახალმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ.

შეხვედრა „ჯვაროსნების“ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ, მატჩი 0:0 დასრულდა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 2 ოქტომბერს, სტუმრად უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები