მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 116 სატელევიზიო არხი და 43 რადიომაუწყებელია - კახა ბექაური

64947acd14ae5
BM.GE
22.06.23 20:45
442
პარლამენტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, კახა ბექაურმა მაუწყებლობის სფეროში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოში 116 ავტორიზებული სატელევიზიო სამაუწყებლო არხი, 43 ლიცენზირებული რადიომაუწყებელი და 22 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელი იყო.

მისივე განცხადებით, 2022 წელს, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობამ 755 ათასი შეადგინა, ხოლო ბოლო 5 წლის მონაცემებით, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიური საშუალო ზრდა 2.1%-ია. თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ გასული წლის მონაცემებით, IPTV ტექნოლოგია მაუწყებლობის ტრანზიტის კვლავ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა და მისი წილი 81.3%-ს შეადგენს.

კომიტეტზე კახა ბექაურმა მაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2022 წელს, მაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 79.9 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 73.6 მილიონი სატელევიზიო კომერციული რეკლამის, 6.3 მილიონი კი - რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები