მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში $15 მლნ-ის შვეიცარიული ინვესტიციის განხორციელება იგეგმება"

5b1fb50c4c48c
თელარა გელანტია
12.06.18 16:25
1087
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩის დავით ჯალაღანიას ინფორმაციით, საქართველოში სავარაუდოდ, 15 მლნ დოლარის ღირებულების შვეიცარიული ინვესტიცია განხორციელდება.

როგორც ელჩმა BM.ge-ის განუცხადა, ინვესტიციის განხორციელების სფერო სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობაა.

ელჩმა კონკრეტული კომპანიის და ასევე რეგიონის დასახელებისგან თავი შეიკავა, მაგრამ თქვა, რომ პროექტის მოსამზადებელი ეტაპები უკვე გავლილია.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ამ პროექტზე ხმამაღლა ვისაუბრებთ. საელჩო აქტიურად მუშაობს, რათა შვეიცარიული კომპანიის საქართველოს სოფლის მეურნეობით დაინტერესება რეალობად იქცეს“, - აღნიშნა ელჩმა და დასძინა, რომ შვეიცარიული მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

ცნობისთვის: 2017 წელს საქართველოში 22.3 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შვეიცარიიდან, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 7.5-ჯერ აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები