მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში 186-ადგილიანი თვითმფრინავები შემოგვყავს" - EasyJet-ი

იზიჯეტი

“ჩვენ 186-ადგილიანი თვითმფრინავები შემოგვყავს საქართველოში”, - ამის შესახებ ავიაკომპანია EasyJet-ის აეროპორტების განვითარების მენეჯერმა გარი ბატლერმა საქართველოში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია EasyJet-ის A320 neo ტიპის თვითმფრინავი იფრენს.

“ხელმისაწვდომ ფასებს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. მაგალითად, 91 ევრო იქნება თბილისი-ლონდონი-თბილისის ფასი და მე ველოდები, რომ მომავალ წელს მოგვეცემა საშუალება, აღვნიშნოთ პირველი რეისის წარმატებით შესრულება“, – აღნიშნა გარი ბატლერმა.

ცნობისთვის, პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. 1 აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება.

“ათასობით ევროპელ ტურისტს ექნება საშუალება, ესტუმროს საქართველოს მომავალი წლის განმავლობაში. ჩვენ არა მხოლოდ ჟენევას, ლონდონსა და მილანს შევთავაზებთ საქართველოსა და თბილისს, როგორც ახალ ტურისტულ ლოკაციას, არამედ თქვენს მოქალაქეებსაც მიეცემათ საშუალება, რომ ხელმისაწვდომ ფასად ესტუმრონ ჟენევას, ლონდონსა და მილანს”, - განაცხადა გარი ბატლერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები