მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 20-მეგავატიანი დატაცენტრი აშენდება - რას გეგმავს AS Group-ი?

საქართველოში, შესაძლოა, 20-მეგავატიანი დატაცენტრი აშენდეს, რომელიც თბილისში, ადგილობრივად წარმოებული ელექტროენერგიით მომარაგდება. აი, სწორედ ეს მიზანი დაისახა აზერბაიჯანულმა AS Group-მა, რომელსაც, ამ დრომდე, საქართველოში ორასი მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოში “დირსის” პროექტითაა ცნობილი და ახალი ჰეს-ის და დატაცენტრის მოწყობასაც თბილისში, დირსის დასახლების მიმდინარე ტერიტორიაზე გეგმავს.

პროექტის შესახებ პირველად თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე გახდა ცნობილი.

ინტერვიუ: რამიზ მამადოვი - AS Group-ის ენერგეტიკის და ინდუსტრიული ინოვაციების დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები