მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 2019 წლიდან დღემდე 17 იახტა და კატერი გაიყიდა

62e447ae11655
ლიკა გურაბანიძე
30.07.22 10:45
2279
იახტების იტალიური მწარმოებლის Azimut Yachts-ის ქართულმა წარმომადგენლობამ 2019 წლის შემდგომ ქვეყანაში ჯამში 17 მცურავი საშუალება, მათ შორის იახტა და კატერი გაყიდა. როგორც “Azimut Yachts საქართველოს” დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე Forbes-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, გაყიდვების ასეთმა მაჩვენებელმა კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინსაც კი გადააჭარბა.

ჩიკვაიძე, გაყიდვების მსგავს მაჩვენებელს ქვეყანაში ბოლო 4 წლის განმავლობაში კომპანის მიერ ამ ბიზნესის განვითარებას უკავშირებს. მისივე თქმით, ძირითადი მყიდველები საშუალო და მსხვილი ბიზნესმენები არიან.

“2019 წლის ბოლოს პირველი კატერი გავყიდეთ. 2020-2021 პანდემიის პირობებში 12 მცურავი ობიექტი გაიყიდა. 2022 წელს კი იმ კატეგორიის 4 იახტა გაიყიდა, რომლის კომერციალიზაციასაც 5 წელში ველოდებოდით. ჩვენ ის კომპანია ვართ, ვინც საქართველოში მსგავსი ბიზნესი პირველებმა გავაკეთეთ. ეს საქმე საერთაშორისო დონეზე საკმაოდ რთულ და რისკის შემცველ საქმიანობადაა მიჩნეული იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. გასულ სამ წელში დამკვეთების მხრიდან გაღებულმა რისკებმა და ჩვენს მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა ადამიანებში მეტი ნდობა გააჩინა. სწორედ ამიტომ იახტები საქართველოში წარმატებულად იყიდება. ” - აღნიშნა მან.

Azimut Yachts იტალიური იახტების მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ფილიალი საქართველოში 2017 წლიდან არსებობს. იტალიაში აწყობილი იახტები კომპანიას საქართველოში ჩამოაქვს და მის რეალიზაციას ახდენს. კომპანია დღეს 10 მეტრიდან 35 მეტრამდე იახტას აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები