უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყანაში მილიარდ 594 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022-თან შედარებით, 24%-ით ნაკლებია. კლების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სავალო ვალდებულებების შემცირება სახელდება. შემოსული ინვესტიციებიდან სააქციო კაპიტალის მოცულობამ 1 მილიარდ 173 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციამ 1 მილიარდ 279 მილიონი დოლარი, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 7.2 პროცენტით ნაკლებია. რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 80% იყო. ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, რომლის წილი 24.6%-ია. მას მოსდევს ნიდერლანდები, თურქეთი, აშშ და რუსეთი. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა. ინვესტიციები შემცირებულია კვარტალურადაც.