მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 2023 წელს Carter’s-ის კიდევ სამი მაღაზია გაიხსნება

637ce074462d0
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.22 09:30
881
საქართველოში 2023 წელს Carter’s-ის კიდევ სამი მაღაზია გაიხსნება - ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანიის „გეფას“ ფრანშიზების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის ნანა ჭანტურიამ განაცხადა.

კომპანია „გეფამ“ „გალერეა თბილისის“ მესამე სართულზე ამერიკულ ბრენდ Carter’s-ის პირველი ოფიციალური მაღაზია 21 ნოემბერს გახსნა და როგორც გადაცემაში აღნიშნა, ბრენდის მიმართ ინტერესი პირველივე დღეს მაღალი იყო.

კომპანიამ ბრენდის ქვეყანაში შემოყვანისა და მაღაზიის გახსნისთვის საწყისად 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, თუმცა როგორც ნანა ჭანტურია ამბობს, 2023 წელს ახალი მაღაზიების გახსნასთან ერთად ინვესტიცია გასამმაგდება.

„2 მლნ ლარი ეს საწყისი ინვესტიციაა, რომელიც პირველი მაღაზიისთვის იყოს საჭირო და შემდეგი ინვესტიციების გაფართოების მიზნით ჩაიდება. ეს ჩვენი ამბიციური გეგმაა. ფრანშიზის მიმართულებაც გაფართოებას და რამდენიმე ოფიციალური მაღაზიის გახსნას მოითხოვს. გარდა ამისა ის მიმართულება, რომელიც GPC-სა და ფარმადეპოს ქსელში განვითარებას გულისხმობს, Carter’s-ისთვისაც ახალია, რადგან მსოფლიო ბაზარზე Carter’s-ის ბრენდი სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილი არ არის და საქართველო პირველი იქნება, რომელიც ამ განსხვავებულ ფორმატს შესთავაზებს.

2023 წლიდან კარტერს დაახლოებით 3 მაღაზია დაემატება, რომელიც როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში იქნება წარმოდგენილი. ჯერჯერობით ზუსტი ინვესტიციები არ არის გაწერილი, თუმცა დაახლოებით ეს რიცხვი სამმაგი ოდენობის იქნება“, - აღნიშნა ნანა ჭანტურიამ.

Carter’s-ის გენერალური მენეჯერის თამარ ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მაღაზიაში საბავშვო სამოსი 5 წლის ჩათვლითაა წარმოდგენილი, გაზაფხულიდან კი 8 წლამდე იქნება. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელს, საქართველოს მასშტაბით „ჯიპისისა“ და „ფარმადეპოს“ აფთიაქებში ბრენდის 2 წლამდე ბავშვების სამოსი იქნება ხელმისაწვდომი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები