2024 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში 1 მილიონ 424 ათასი დოლარის ღირებულების 263 ტონა ნაყინი შემოვიდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ნაყინის იმპორტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ღირებულებით 11.8%-ით გაიზარდა, თუმცა მოცულობით 2.7%-ით შემცირდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნაყინის ფასი გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ ნაყინის შემოტანა მთავარი საიმპორტო ქვეყნიდან - თურქეთიდან და რუსეთიდან შემცირებულია, ხოლო უკრაინიდან საქონლის იმპორტი გაიზარდა. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ნაყინი სულ 11 ქვეყნიდან შევიძინეთ.
TOP 5 საიმპორტო ბაზარი კი ასე გამოიყურება:
- თურქეთი - $437.2 ათასი, 85.57 ტონა;
- უკრაინა - $418.7 ათასი, 94.29 ტონა;
- საფრანგეთი - $142.8 ათასი, 20.08 ტონა;
- გაერთიანებული სამეფო - $117.9 ათასი, 6.7 ტონა;
- რუსეთი - $91.8 ათასი, 18.2 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე ნაყინი არ გაყიდულა, ხოლო მიმდინარე წლის მარტში 2.25 ტონა, 29 280 ათასი დოლარის ღირებულის პროდუქტი ექსპორტზე სომხეთში გავიდა.