5 წლამდე ასაკის ბავშვების 44%-ს 3 საბავშვო წიგნიც კი არა აქვს, ხოლო ბავშვების 6% სათამაშოების (იგულისხმება შეძენილი, ქარხნული წესით დამზადებული სათამაშოები) გარეშეა - ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგები, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
შედეგების მიხედვით, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 64% თამაშობს მაღაზიაში ნაყიდი სათამაშოებით, 94% საოჯახო ნივთებით, მათ შორის სახლის გარეთ ნაპოვნი ნივთებით, ხოლო ბავშვების შედარებით მცირე პროცენტული წილი კი-თვითნაკეთი სათამაშოებით (12%).
ორი ან მეტი სახეობის სათამაშო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მხოლოდ 66%-ს აქვს.