მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 7,000-ზე მეტი რუსული კომპანია რეგისტრირებული

BM.GE
02.03.22 18:37
587
საქართველოში 7,000-ზე მეტი რუსული კომპანია რეგისტრირებული. საქსტატის თანახმად, ეს არიან ფირმები, რომელთა აქციონერები და დამფუძნებლები არიან ან რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები. არაერთი კომპანია რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეების მიერაც არის დაფუძნებული. სტატისტიკის მიხედვით, რუსმა მეწარმეებმა და ბიზნესებმა ყველაზე მეტი - 1,200 კომპანია საქართველოში 2018 წელს დააფუძნეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა, რომელშიც ორგანიზაცია ქვეყანაში მოქმედ მსხვილ რუსულ ბიზნესებზეც წერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები