მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 9.8 მილიონი ფრთა ფრინველია აღრიცხული – როგორ შეიცვალა იმპორტი და ექსპორტი?

მეფრინველეობა

საქართველოში ფრინველის სულადობა მცირდება, თუმცა ცოცხალი ფრინველის როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი იზრდება. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალის ბოლოს ქვეყანაში 9.8 მილიონი ფრთა ფრინველი იყო აღრიცხული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.1%-ით ჩამორჩება. უფრო კონკრეტულად, 2025 წლის სექტემბრის ბოლოს ფრინველის რაოდენობა 10 მილიონ ფრთას აღემატებოდა.

სულადობის შემცირების ფონზე, ცოცხალი ფრინველის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. 2026 წლის III კვარტალში საქართველოში 2.1 მილიონი ფრთა ფრინველი შემოიყვანეს, გასული წლის იმავე პერიოდში კი იმპორტი 1.4 მილიონ ფრთას შეადგენდა. წლიურმა ზრდამ 48.1% შეადგინა, რაოდენობრივად კი ქვეყანაში 691.3 ათასი ფრთით მეტი ფრინველი შემოვიდა.

ზრდა დაფიქსირდა ექსპორტის მიმართულებითაც. 2026 წლის III კვარტალში საქართველოდან 1.26 მილიონი ფრთა ცოცხალი ფრინველი გავიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტის მოცულობა 956.7 ათასი ფრთა იყო. შედეგად, ექსპორტი წლიურად 31.4%-ით, ანუ 300.8 ათასი ფრთით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები