საქართველოში ახალგაზრდა დერმატოლოგთა ასოციაცია ჩამოყალიბდა. პროფესიული გაერთიანება, ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის თანამედროვე საგანმანათლებლო და პრაქტიკული პლატფორმის შექმნას ისახავს მიზნად. ასოციაციის პრეზიდენტი მომდევნო 1 წლის განმავლობაში კლინიკა "კანის" დერმატო-ვენეროლოგი მაგდა გოგილიძე იქნება.

ასოციაცია კლინიკა "კანის" ბაზაზე ფუნქციონირებს, სადაც თავმოყრილია ინოვაციური ტექნოლოგიები, კლინიკური გამოცდილება და პროფესიონალი ექიმების გუნდი. აღნიშნული გარემო ახალგაზრდა დერმატოლოგებისთვის ცოდნის განახლებისა და ზრდის რეალურ შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

დერმატოლოგიის სფერო დინამიკურად ვითარდება - ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, მკურნალობის მეთოდები და დიაგნოსტიკური მიდგომები. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის აუცილებელია სივრცე, სადაც ისინი მიიღებენ მხარდაჭერას, უწყვეტ განათლებას და პროფესიონალურ განვითარებას.

როგორც დერმატოლოგიური მიმართულების წამყვანი სამედიცინო დაწესებულება, კლინიკა "კანი" უკვე მრავალი წელია ინვესტირებას აკეთებს ინოვაციურ ტექნოლოგიებში, ზუსტ დიაგნოსტიკაში და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში. ასოციაციის დაარსება ბრენდის პოზიციონირების ბუნებრივი გაგრძელებაა - განვითარება, ცოდნა და მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომა.

რას შესთავაზებს ასოციაცია ახალგაზრდა ექიმებს?
- მონაწილეობა კონფერენციებში, ტრენინგებში და ვორქშოპებში;
- კლინიკა კანის სამედიცინო კონსილიუმის მხარდაჭერა;
- ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერულ მხარდაჭერაზე უფასო წვდომა - ამ მიმართულებით განახლებულ ინფორმაციაზე წვდომა;
- სამეცნიერო აქტივობებში, კვლევებსა და გრანტებში მონაწილეობა;
- ასოციაციის შიდა სამუშაო ჯგუფებში ჩართვა;

ასოციაციის მთავარ მიზანს საქართველოში ახალი თაობის პროფესიონალების გაძლიერება, საგანმანათლებლო სტანდარტების ამაღლება და დერმატოლოგიის სფეროს განვითარება წარმოადგენს.

























