მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან... ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ - EU საქართველოში

ბავშვები
20.11.24 10:02
72

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ქვეყანაში ახალგაზრდების ბრძოლას საკუთარი უფლებებისა და საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად მხარს უჭერს და აგრძელებს ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას ძალადობისგან. ამის შესახებ მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით წარმომადგენლობის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლის მთავარი გზავნილი არის "მოუსმინე მომავალს".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების და ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან.

"მსოფლიო ბავშვთა დღეს, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ბავშვები და ახალგაზრდები აწყდებიან საქართველოში, გასული 1000 დღის განმავლობაში უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. “მოუსმინე მომავალს” წლევანდელი მსოფლიო ბავშვთა დღის მთავარი გზავნილია, რომელიც ხაზს უსვამს ბავშვების როლს ჩვენს საზოგადოებაში და მათი უფლებების დაცვის საჭიროებას მიმდინარე კრიზისების ფონზე.

საქართველოში, ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას.

ჩვენ ვაგრძელებთ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას ძალადობისგან და ვუსმენთ მათ ხმას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის", - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები