მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში "აკრძალული წიგნების კვირეული" დაიწყო

წიგნების კვირეული

„დაე, იკითხოს თავისუფლებამ - კულტურა ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია“ სახელწოდებით საქართველოში აკრძალული წიგნების კვირეული იმართება. კვირეული 1-ლ ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა და როგორც „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა, გვანცა ჯობავამ განაცხადა,  საგანგებოდ ამ თარიღთან დაკავშირებით, “მწერლების ბარში” აკრძალული წიგნების თარომ დაიდო ბინა.

„ შვიდი ოქტომბრის ჩათვლით, ღონისძიების ფარგლებში პროგრამაა გაწერილი და სხვადასხვა დღეს მკითხველი საინტერესო წიგნს გაეცნობა. ასევე,  კვირეულის განმავლობაში, ყოველდღე, საღამოს 19 საათზე, მწერლები, მთარგმნელები, ლიტერატორები წაიკითხავენ ლექციებს აკრძალული წიგნების შესახებ და ყურადღებას გაამახვილებენ დემოკრატიულ ღირებულებებზე.“- აღნიშნავს გვანცა ჯობავა.

გარდა ამისა, კულტურის სფეროში არსებულ საერთო საპროტესტო ტალღასთან დაკავშირებით, ლიტერატურის სფერო, სიმბოლურად, სივრცეს დაუთმობს კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებსაც და აკრძალულ ლიტერატურასთან დაკავშირებული ლექციების კვალდაკვალ მომხსენებლები ისაუბრებენ აკრძალული კინოს, მუსიკისა თუ ზოგადად კულტურის სფეროს ცენზურის შესახებ.

„აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში“ გამომცემლობა „ინტელექტისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ თაოსნობით 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად განსხვავებული ფორმატის ღონისძიებებით აღინიშნება. წელს ამ ღონისძიების მასპინძელი „მწერლების ბარია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები