მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ამანათების შემოსვლის მაჩვენებელი გაიზარდა

2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოში ამანათების შემოსვლის მაჩვენებელი გაიზარდა. ამას შემოსავლების სამსახურიდან სტატისტიკიდან ვიგებთ, რომელიც bm.ge-მ უწყებიდან გამოითხოვა. 

ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საფოსტო ამანათების რაოდენობა წლიურად 53.4%-ით გაიზარდა. წელს ამ პერიოდისთვის ქვეყანაში 7 591 853 ამანათი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის 9 თვეში შემოსული ამანათების რაოდენობა 4 918 231-ს შეადგენდა. 

აღნიშნულ პერიოდში TOP-5 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც საფოსტო ამანათები შემოვიდა, თურქეთი ლიდერობს - 28,54%; ჩინეთიდან - 23,54; აშშ-დან 16,81%; საბერძნეთიდან - 7,88%; იტალიიდან - 7%; დანარჩენი ქვეყნებზე კი ჯამურად ამანათების 16,24% მოდის. 

რამ განაპირობა ზრდა და მათ შორის TOP ქვეყნების რეიტინგში ცვლილება, რადგან აშშ, ნომერ პირველ ადგილზე იყო ამანათების შემოსვლის მაჩვენებლით? 

სტუმარი: დავით ბეროშვილი - "გლობალ ტრანსპორტერის" თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები