მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში American Express-ით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

American Express-მა და თიბისიმ, საქართველოში ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, განაცხადეს შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვით თიბისი შეძლებს American Express-ის ბარათებით გადახდების მიღებას, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე ონლაინ. აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოში American Express-ის ბარათების მიღების ქსელის შემდგომ გაფართოებას და ხაზს უსვამს თიბისის ერთგულებას, გაზარდოს მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო გადახდის შესაძლებლობა, მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის. ბარათების მფლობელებისთვის: American Express-ის ადგილობრივი და საერთაშორისო ბარათების მფლობელები შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უფრო ფართო სავაჭრო ქსელში, როგორც ფიზიკურ ობიექტებში, ისე ონლაინ, რაც მათ გადახდის მეტ მოქნილობას სთავაზობს. ბიზნესებისთვის: თიბისის საშუალებით, სავაჭრო ობიექტები შეძლებენ, მოემსახურონ როგორც American Express-ის ადგილობრივ ბარათების მფლობელებს, ისე საერთაშორისო ბარათების მფლობელებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობენ. ეს კი მათ, მეტი მომხმარებლის მოზიდვისა და ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები