მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Apple Premium Partner-ის მაღაზია იხსნება - რას ნიშნავს ეს მომხმარებლებისთვის

საქართველოში Apple Premium Partner-ის მაღაზია იხსნება
10.04.25 16:19
378

Apple-ის მოყვარულებს ნამდვილად განსაკუთრებული სიახლე ელით: საქართველოში პირველად, Apple ტექნიკის მაღაზია იხსნება უმაღლესი სტატუსით — Apple Premium Partner — iSpace-ის ახალი მაღაზია რადიკალურად განსხვავდება სხვა ტექნიკის მაღაზიებისგან და სრულად შეესაბამება Apple-ის უმაღლეს სტანდარტებს. გარდა ამისა, მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური პრივილეგიების მიღება იქნება შესაძლებელი. ამისთვის Galleria Tbilisi-ს უნდა ეწვიოთ და თავად გამოცადოთ.

  • Apple-ის მოწყობილობების ყველაზე ფართო ასორტიმენტი ერთ სივრცეში

iSpace-ში ნახავთ ყველა ახალ მოდელს — iPhone, iPad, MacBook, iMac, AirPods, Apple Watch, Apple TV-ს. მოწყობილობები წარმოდგენილია ღია წვდომით — რომელიც მომხმარებელს თავად შეუძლია გამოცადოს და ერთმანეთს შეადაროს.

  • პრემიუმ სერვისი

iSpace-ის კონსულტანტები Apple-ის წარმომადგენლებთან სპეციალურ ტრენინგებს გადიან და ინფორმაციას ბრენდის ყველა პროდუქტის თითოეული დეტალის შესახებ იღებენ. კონსულტაცია, სწავლება, მოწყობილობის კონფიგურაცია, მონაცემების გადატანა, აქსესუარების შერჩევა, რემონტი — მომხმარებელი ყველაფრის ადგილზე მიღებას შეძლებს. ეს ისაა, რასაც Apple-ის სრული მხარდაჭერა გულისხმობს.

  • სერვის ლაბორატორია პირდაპირ მაღაზიაში

გაგიტყდათ ეკრანი, კამერა ან კორპუსი? ან მოწყობილობა უბრალოდ აღარ მუშაობს? მომხმარებელს შეუძლია iSpace-ში მიიტანოს და სარემონტოდ პირდაპირ მაღაზიაში გადასცეს. დიაგნოსტიკა მხოლოდ ერთ საათს მოითხოვს.

რემონტი სრულდება პროფესიონალური აღჭურვილობით. საჭიროების შემთხვევაში, მოდულის შეცვლისას აუცილებლად მიიღებთ ახალ, ორიგინალ Apple ნაწილს — ისინი კომპანიას უშუალოდ ბრენდისგან მიეწოდება და იდენტურია იმ დეტალებისა, რაც Apple ქარხანაში გამოიყენება.

  • SMB ზონა — იურიდიული პირებისთვის

პრემიუმ სერვისი ხელმისაწვდომია ბიზნესისთვისაც. iSpace-ში მიიღებთ პერსონალურ კონსულტაციას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

ჩვენ დაგეხმარებით:

  • კომპანიის ამოცანებისთვის შესაბამისი მოწყობილობებისა და სერვისების შერჩევაში;
  • Apple ეკოსისტემის თქვენს ბიზნეს ინფრასტრუქტურაში ინტეგრაციაში;
  • სპეციალური შეთავაზებების მიწოდებაში — მათ შორის Trade-in და BuyBack პროგრამებით;
  • ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში — გავმართავთ, დავაყენებთ და მოვემსახურებით.
  • Group Demo ზონა — უფასო სასწავლო ლექციებისა და მასტერკლასებისთვის(Apple-ის პროდუქტებსა და ეკოსისტემაზე).

ლექციები გრძელდება დაახლოებით 15 წუთი. ამ დროის განმავლობაში მსურველები შეისწავლიან

  • რა ფუნქციები აქვს iPhone-ს, iPad-ს, Mac-ს და სხვა მოწყობილობებს;
  • როგორ იმუშაოთ Apple-ის საფირმო აპებში;
  • როგორ გამოიყენოთ ახალი ტექნიკის შესაძლებლობები მაქსიმალურად.

არ გამოტოვოთ ახალი iSpace-ის გახსნა Apple Premium Partner-ის უმაღლესი სტატუსით!

ეს არ არის მხოლოდ მაღაზია — ეს არის სივრცე, სადაც Apple ტექნიკას გატესტავთ შეძენამდე, ეწვევით საგანმანათლებლო ზონას, რომელიც გეხმარებათ ტექნიკის სრულად ათვისებაში, და გაიცნობთ სერვისცენტრს, რომელიც მუშაობს Apple-ის სტანდარტებით.

მობრძანდით გახსნაზე და შეიგრძენით მსოფლიო ბრენდის ატმოსფერო iSpace-თან ერთად!

თარიღი: 25 აპრილი

სად: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. 2/4, გალერია თბილისი G სართული

მსოფლიოში მხოლოდ 50-მდე მსგავსი მაღაზია არსებობს. iSpace-ის Apple Premium Partner-ის სივრცე მომხმარებელს საშუალებას მისცემს არამხოლოდ პროდუქტი შეიძინოს, არამედ ყველა ბენეფიტი ერთ ადგილზე მიიღოს რასაც Apple საკუთარ იუზერებს სთავაზობს. ეს Apple-თან პარტნიორობის უმაღლესი საფეხურია და მიხარია, რომ სწორედ iSpace-მა შეძლო მსგავსი სტანდარტის დანერგვა. არ არსებობს სერვისი, რომელსაც ახალ მაღაზიაში ვერ მიიღებ. ამისთვის მხოლოდ ადგილზე მოსვლაა საჭირო, რომელიც 25 აპრილის შემდეგ იქნება შესაძლებელი - განაცხადა iSpace-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ლევან თაღიაშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები