მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში არჩევნები მძიმე რეპრესიებისა და ძალადობის შემდგომი რისკის ფონზე იმართება - Amnesty International

Amnesty International

Amnesty International-ის განცხადებით, საქართველოში 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკური ანგარიშსწორების ფონზე ტარდება.

ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას დოკუმენტირებული აქვს რეპრესიების მასშტაბური კამპანია, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმება შემზღუდავი კანონებითა და სადამსჯელო ზომებით, ასევე მომიტინგეების ფართოდ გავრცელებული თვითნებური დაკავება და არასათანადო მოპყრობა.

„ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ისეთ კონტექსტში ატარებს, სადაც ადამიანების გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლებები ირღვევა.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებები და შეწყვიტოს პოლიციის ძალის უკანონო გამოყენება, თვითნებური დაკავებები და მომიტინგეების წამება ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობა. ამ დარღვევებმა უკვე ჩააგდო ქვეყანა ღრმა ადამიანის უფლებების კრიზისში 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები