საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ციკოლია, კონსული გიორგი არჩემაშვილი, მრჩეველი ლევან ბერიძე და საპატიო კონსული ჯენეტ მური ტეხასის შტატის ქ. ჰიუსტონში სამუშაო ვიზიტით ჩავიდნენ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ტეხასს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას.
ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში შეხვედრები შედგა ჰიუსტონის ტექნოლოგიური ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორთან რუბენ დერდერიანთან, "სტეიშენ ჰიუსტონ"-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჯონ რილთან, „ფანინ ინოვეიშენ სტუდიო“-ს აღმასრულებელ პარტნიორთან ატულ ვარადაჩარისთან, "გრეითერ ჰიუსტონ პარტნერშიპ"-ის საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით დირექტორთან ჯოშ დეივისთან, და რაის უნივერსიტეტის გლობალური საკითხების მიმართულებით ვიცე-პრეზიდენტთან დეივიდ ვასართან და საერთაშორისო თანამშრომლობის მენეჯერთან სონი ლინთან.
საელჩო აგრძელებს ტეხასის კერძო სექტორისთვის და საერთაშორისო ვაჭრობაზე სპეციალიზებული ორგანიზაციებისათვის საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატისა და შესაძლებლობების გაცნობას.

























