ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, კორტნი ოსტრიანი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ საწარმოს ესტუმრა. ამერიკელმა დიპლომატმა მუხრანის ველზე მდებარე ულტრათანამედროვე ინდუსტრიული ბაზა, წარმოების სრული ციკლი და ხარისხის ლაბორატორია პირადად დაათვალიერა. როგორ ითარგმნება ამერიკული სტანდარტი ქართულ რეალობაში და რატომ არის „კოკა-კოლა“ ქვეყნისთვის მეტი, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი?






























