მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება ნამდვილად არ შეინიშნება"

5c4c707c62b69
თელარა გელანტია
26.01.19 18:34
1345
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება ნამდვილად არ შეინიშნება.

ამის შესახებ დავითაშვილმა პრეზენტაციაზე - „მწვანე პოლიტიკა” - ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, წლების განმავლობაში საქართველოსი ხორციელდება მონიტორინგი, რომელიც აჩვენებს რომ ჰაერში ტყვიის დონე ევროპული სტანდარტებითაც საკამაოდ დაბალია და ეს კიდევ უფრო მცირდება.

მისივე თქმით, 2018 წელს თბილისის მასშტაბით, ჰაერის კვლევის მიზნით ჩაატარეს კვლევა - აიღეს 61 სინჯი და არცერთმა სინჯმა ტყვიის შემცველობის კუთხით გადაჭარბება არ აჩვენა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორია ტყვიის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში. ამაზე ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ბევრი სპეკულაციაც არის ამ თემასთან დაკავშირებით. ხანდახან ვამბობთ, რომ საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ყველაზე დაბინძურებულია, მათ შორის ისეთი დამაბინძურებლების კუთხით, როგორიცაა ტყვია. გვინდა, საზოგადოებას ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ - საქართველოში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიით დაბინძურება ნამდვილად არ შეინიშნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები