მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია" - მაია გაბუნია

მაია გაბუნია

2 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო კალენდარში მონიშნულია, როგორც აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წლის 18 დეკემბერს იქნა მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით და ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი პრევალენტობით, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად და მნიშვნელოვან გამოწვევად.

CDC-ის, იგივე შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის, 2023 წლის კვლევა აჩვენებს, რომ 36 ბავშვიდან ერთს აუტიზმის დიაგნოზი აქვს, მაგალითად ეს მაჩვენებელი, ორი წლის წინ, 44 -დან ერთ ბავშვზე მოდიოდა.

BMGTV-ის ტელეგადაცემა, “ჯანდაცვის სტანდარტის” 30 მარტის გადაცემა, სწორედ აუტიზმს დაეთმო, რომელიც ასევე მოიხსენიება აუტისტური სპექტრის აშლილობად (ASD).

“ჯანდაცვის სტანდარტს” თემაზე სასაუბროდ სტუმრობდა, მაია გაბუნია, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი “გამმა”, დირექტორი და ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაციის თავმჯდომარე. მისი თქმით, საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

“აუტიზმის სპექტრის მქონე აშლილობების ეპიდემიოლოგია ბოლო პერიოდში საგრძნობლად შეცვლილია. თუკი დაახლოებით 50 წლის წინ ეს იყო ძალიან დაბალი ციფრი და ითვლებოდა იშვიათ მდგომარეობად, ახლა ეს ასე აღარ არის, ის არის ნეიროგანვითარებადი დარღვევა და ერთ-ერთი ყველაზე ხშირი. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ითვლება რომ მსოფლიოში არის 1 %, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებს სულ სხვა სტატისტიკა აქვთ, რაც შეეხება საქართველოს, პოპულაციური კვლევით, როდესაც 16 000-ზე მეტ8ი ბავშვი მონაწილეობდა, საკმაოდ მაღალი სიხშირე აჩვენა, დაახლოებით 4% და ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია.

საინტერესოა რის ხარჯზეა გაზრდილი პრევალენტობა. აღმოჩნდა კვლევებით, რომ უფრო მეტია შემთხვევები, სადაც არის ინტელექტუალური შესაძლებლობები მაღალი. 5-ჯერ გაიზარდა, იქ სადაც ინტელექტი არის მაღალი და სადაც დაქვეითებულია ინტელექტი სტატისტიკა მხოლოდ 2-ჯერ არის გაზრდილი. “ აღნიშნა მაია გაბუნიამ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები