საქართველოში ავარიების და ავარიების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა მეხუთე წელია მზარდია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ 2025 წელს საქართველოში 5 969 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა დაფიქსირდა, მაშინ როცა 2024 წელს დაახლოებით 100-ით ნაკლები იყო.
რაც შეეხება დაღუპულთა რაოდენობას, გასულ წელს, ჯამში ავარიებს 469 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ასევე მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
| 2020 | 2021 | 2022 | 2023 | 2024 | 2025 | |
| საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, სულ | 4 999 | 5 863 | 5 469 | 5 594 | 5 866 | 5 969 |
| მათ შორის, გამოწვეული ალკოჰოლური სიმთვრალით* | 137 | 170 | 189 | 158 | 185 | 424 |
| დაზარალებულთა რაოდენობა | 6 640 | 7 705 | 7 517 | 7 310 | 7 587 | 8 191 |
| დაღუპულთა რაოდენობა | 450 | 449 | 430 | 442 | 444 | 469 |
შსს-ს სტატისტიკაში მნიშვნელოვანია ალკოჰოლური სიმთვრალით გამოწვეული ავარიების რაოდენობაც. კერძოდ, ასეთი სულ 424 ავარია დაფიქსირდა, ეს რიცხვი 2024 წელს 185, 2023 წელს კი - 158 იყო. თუმცა როგორც სტატისტიკაშია მითითებული, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობის მიზეზით გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მონაცემები 2001-2024 წლებში მხოლოდ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიას მოიცავს, ხოლო 2025 წლიდან სრულად საქართველოს მთელ ტერიტორიას (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მოიცავს. შესაბამისად, 2025 წლის მონაცემები 2001-2024 წლების მონაცემებთან შესადარისი არ არის.




























