მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ავეჯის იმპორტი იზრდება - სტუმარი: გიორგი დაბრუნდაშვილი

წელს ავეჯის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ავეჯის იმპორტმა $37.6 მლნ შეადგინა და ამ თანხით ქვეყანაში 14 831 ტონა ავეჯი შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ იმპორტი 13%-ით გაიზარდა ღირებულებით და 15.9%-ით - მოცულობით. შედარებისთვის, 2025 წლის იანვარ–აპრილში ავეჯის იმპორტი $33.2 მლნ-ის ღირებულების და 12 794 ტონის ფარგლებში იყო.

რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის იანვარ–აპრილში საქართველოდან ექსპორტზე $3.2 მლნ-ის ღირებულების ავეჯი გავიდა, რომლის მოცულობამ 712 ტონა შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45.8%-იანი ზრდაა ღირებულებაში, თუმცა 2.3%-ით ნაკლებია მოცულობაში.

ექსპორტის ძირითად ბაზრებს შორის პირველ ადგილზეა სომხეთი, სადაც $1.9 მლნ-ის ღირებულების 428 ტონა ავეჯი გაიყიდა. მას მოსდევს რუსეთი , იტალია, საფრანგეთი სადაც $47 ათასის 1.9 ტონა ავეჯი გავყიდეთ, აზერბაიჯანი - $44 ათასით და ფილიპინები.. ათეულში ასევე შედის სიერა-ლეონე, ესპანეთი, მალტა და აშშ.

რა ხდება ავეჯის ბაზარზე?

სტუმარი: გიორგი დაბრუნდაშვილი - "ეშლი ჰოუმსთორი" საქართველოს გენერალური მენეჯერი

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები